Belive

მაურისიო სარის მომავალს ბაქოში წყვეტენ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

29 მაისს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში უეფას ეგიდით ევროპა ლიგის ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს ორი ლონდონური კლუბი "არსენალი" და "ჩელსი" დაუპირისპირდებიან. უამრავი ადამიანით, ფეხბურთის ქომაგებითა და მოვლენებით გადატვირთულ და სპორტული სამყაროს ეპიცენტრში მყოფ ბაქოში ჟურნალისტებს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტი თვალთახედვის არეალიდან არ გამოპარვიათ - ბაქოში "ჩელსის" დირექტორთან შესახვედრად "იუვენტუსის" დირექტორი ჩავიდა, სასაუბრო თემა კი მაურისიო სარი გახლდათ, ტურინელებს იტალიელი სპეციალისტის ხილვა საკუთარ კლუბში სურთ.

იმ შემთხვევაში თუ სარი "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნება, "ჩელსისთან" მოქმედი კონტრაქტის დარღვევის გამო ტურინელები მზად არიან 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადონ კომპენსაციის სახით.    

სხვა სტატიები