Belive

მაურიციო სარი: "იუვენტუსი იმ გუნდს ჰგავდა, რომლის თამაშის ხილვაც მსურს" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურში მილანის "ინტერთან" (2:0) გამარჯვების შემდეგ, თავისი გუნდის სათამაშო ფორმაზე ისაუბრა. "ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, თუმცა წინ ჯერ კიდევ 12 მატჩია. "იუვენტუსი", რომელიც დღეს ვნახე, ძალიან ახლოსაა იმ გუნდთან, რომლის ხილვაც მსურს.  ბოლო პერიოდში გადავიღალეთ, ამიტომ ძირითადი შემადგენლობისთვის ის ფეხბურთელები უნდა შევარჩიოთ, რომლებსაც ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უფრო მეტი გამძლეობა აქვთ. მე, როგორც ფეხბურთის მწვრთნელს არ მაქვს საკმარისი კომპეტენცია, რომ კორონავირუსის შესახებ ვისაუბრო, მაგრამ არ ვიცი რამდენად რეალურია საფრთხე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 2 საათის განმავლობაში გარეთ დარჩნენ",-თქვა 61 წლის სპეციალისტმა.

სხვა სტატიები