Belive

მაურიციო სარი ლაციოს ჩაიბარებს?!

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ლაციოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, სიმონე ინძაგის მაურიციო სარი ჩაანაცვლებს. Corriere dello Sport-ის მტკიცებით, მაურიციო სარი "ლაციოს" პრეზიდენტს უკვე ესაუბრა და მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია. 2019-20 წლების სეზონში, სარის მეთაურობით "იუვენტუსმა" ზედიზედ მე-9 სკუდეტო მოიპოვა. სერია ა-ს ტრიუმფით დასრულების შემდეგ, სარიმ "ბიანკონერის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. იტალიაში დაბრუნებამდე სარი "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა და "არისტოკრატებს" ევროპა ლიგის მოგებაში დაეხმარა.

სხვა სტატიები