Belive

მაურო იკარდი კონკურენტ კლუბში გადადის

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მილანის "ინტერის" კაპიტანი მაურო იკარდი ევროპა ლიგის 1/16-ფინალურ შეხვედრაში ვენის "რაპიდის" წინააღმდეგ განაცხადშიც კი არ იყო. ამის გამო იკარდის ირგვლივ მედიაში უამრავი ჭორი გავრცელდა. რეალურად არგენტინელი ფორვარდის საქმე "ინტერში" საკმაოდ ცუდადაა, ვინაიდან მას კაპიტნობაც ჩამოართვეს. გავლენიან მედიაში მაურო იკარდის მომავალს ტურინის "იუვენტუსს" უკავშირებენ. ერთნი იუწყებიან, რომ საქმე რეალობას შეესაბამება, თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არაფერი არ არის, ხოლო დანარჩენნი ამტკიცებენ, რომ იკარდი ცალი ფეხით უკვე ტურინის "იუვენტუსის" რიგებშია.  

სხვა სტატიები