Belive

მაურო იკარდი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების ზღვარზეა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიური მედია საშუალებების მტკიცებით, მილანის "ინტერსა" და მაურო იკარდის შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია. არაერთი ტაბლოიდის მტკიცებით, "ნერაძურის" არგენტინელი შემტევი, მილანურ გრანდთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. იკარდის გასაფორმებლად, მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" იბრძოდნენ - თუმცა სკანდალურად ცნობილი ვარსკვლავის კარიერა კვლავ "ინტერში" გაგრძელდება. მოქმედი კონტრაქტის თანახმად, იკარდი, ყოველწლიურად 4.5 მილიონ ევროს იღებს. გავრცელებული ინფორმაციით, განახლებულ კონტრაქტზე სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია. კონტრაქტის ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, "ინტერის" მთავარი დამრტყმელი ძალა, ყოველწლიურად 6 მილიონ ევროს მიიღებს.

სხვა სტატიები