Belive

მაურო იკარდიმ ვანდა ნარასთან დაშორების გამო, პსჟ-ს ვარჯიში გამოტოვა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელმა, მაურო იკარდიმ, ცოლთან, ვანდა ნარასთან, დაშორების გამო, დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა. ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვანდა ნარამ დღეს პარიზი შვილებთან ერთად დატოვა, რამაც არგენტინელ ფეხბურთელზე უარყოფითად იმოქმედა. გუშინ საღამოს ნარამ იკარდის ინსტაგრამზე გამოწერა გაუუქმა და მასთან ერთად გადაღებული ყველა ფოტო წაშალა. ,,მეძავის გამო, კიდევ ერთი ოჯახი დაანგრიე,” – დაწერა თავდამსხმელის ცოლმა სოციალურ ქსელში, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ვის მიუძღვნა მან პოსტი. იკარდი და ვანდა ნარა 2014 წლის მაისში დაქორწინდნენ და მათ ორი შვილი ჰყავთ. მაუროსთან ურთიერთობამდე, ვანდა იკარდის ყოფილი მეგობრის, მაქსი ლოპესის ცოლი იყო.

სხვა სტატიები