Belive

მბაპე და ვერატი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში მოხვდნენ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
12 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი გაიმართება, სადაც "პსჟ" - "ატალანტას" დაუპირისპირდება. ეს მატჩი ლისაბონში გაიმართება. როგორც ცნობილი იყო, ამ მატჩს კილიან მბაპე და მარკო ვერატი გამოტოვებდნენ, რადგან მათ ტრავმა აწუხებდათ და 12 აგვისტოსთვის რეაბილიტაციას ვერ მოასწრებდნენ, თუმცა "პსჟ"-მ 1/4 ფინალური მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, სადაც ორივე მათგანი მოხვდა. შესაბამისად, ეს ამბავი გვაძლევს იმ აზის საფუძველს, რომ ვერატი და მბაპე ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში საკუთარ კლუბს დაეხმარებიან.

სხვა სტატიები