Belive

მბაპე ერთადერთია, ვინც პსჟ-ს მაისურით ერთ მატჩში 5 გოლი გაიტანა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კილიან მბაპემ გუშინდელ შეხვედრაში მე-6 დივიზიონის წარმომადგენელს "პაი დე კასელს" 5 გოლი გაუტანა და "პსჟ-ს" ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ მატჩში პენტა თრიკი შეასრულა. გარდა ამისა, პარიზელთა შემტევმა აღნიშნულ შეხვედრაში საგოლე გადაცემაც მიითვალა.

გალტიეს გუნდმა მეტოქე 7:0 დაამარცხა და საფრანგეთის თასის შემდეგ ეტაპზეც გავიდა. პარიზელების მომავალი მეტოქე "მარსელი" იქნება. ეს შეხვედრა 8 თებერვალს, 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები