Belive

მბაპე | კონტრაქტის გახანგრძლივება არ მსურს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კილიან მბაპეს ტრანსფერის თაობაზე, სპეკულაციები არ ცხრება. არაერთი გავლენიანი ევროპული ტაბლოიდი მიიჩნევს, რომ ფრანგი ვარსკვლავი "რეალის" მაისურს მოირგებს. კილიან მბაპეს უკანასკნელმა ინტერვიუმ სატრანსფერო სპეკულაციები კიდევ უფრო გაამძაფრა. 433-ის Instagram გვერდზე მბაპეს ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ "პარი სენ-ჟერმენის" მესვეურებს გუნდიდან წასვლის შესახებ აცნობა.
"პარიზული გრანდის მესვეურებს ვაცნობე, რომ ივლისში კლუბის დატოვება მსურდა. კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ვაპირებ. მინდოდა კლუბი სატრანსფერო შეთავაზებას დათანხმებოდა და პარიზელებს ჩემი შემცვლელის ძიება დაეწყოთ. მინდოდა ღირსეულად მომქცეოდნენ და ვუთხარი: თუ არ გსურთ ჩემი წასვლა მე დავრჩები." "სიცრუეა, თითქოს კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე 7 შემოთავაზე დავბლოკე. "პარი სენ-ჟერმენმა" ძალიან ბევრი რამ მომცა. კლუბში გატარებული წლების განმავლობაში ბედნიერი ვიყავი და ვარ", - აღნიშნა კილიან მბაპემ. 

სხვა სტატიები