Belive

მბაპე: ,,მაკრონმა დამირეკა და მითხრა, რომ უნდოდა, პსჟ-ში დავრჩენილიყავი''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, გაიხსენა, რომ 2022 წლის დასაწყისში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, დაურეკა და პარიზულ კლუბში დარჩენაზე ესაუბრა:

,,მაკრონმა დამირეკა და მითხრა: ,,ვიცი, რომ წასვლა გინდა. უნდა გითხრა, რომ საფრანგეთსაც სჭირდები. არ მინდა, რომ წახვიდე. შესაძლებლობა გაქვს, რომ აქ ისტორია დაწერო, ყველას უყვარხარ.'' მე კი ვუპასუხე, რომ ამას ძალიან ვაფასებდი, ეს სიგიჟეა - ქვეყნის პრეზიდენტი გირეკავს და გეუბნება, რომ შენი დარჩენა უნდა,'' - განაცხადა მბაპემ.

გასული წლის ბოლოს ესპანური მედია იუწყებოდა, რომ კილიან მბაპეს ,,რეალში'' გადასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, თუმცა ფეხბურთელმა საბოლოოდ ,,პსჟ-სთან'' ხელშეკრულება გაახანგრძლივა.

მიმდინარე სეზონში კილიანის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში 18 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები