Belive

მბაპე: "მესი შთამბეჭდავია, მაგრამ მინდა რონალდუს მსგავსი კარიერა მქონდეს"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა კილიან მბაპემ თქვა, რომ სურს კარიერა ისე განავითაროს, როგორც ეს კრიშტიანუ რონალდუმ გააკეთა. "ყველაზე მეტად ჩემზე შთაბეჭდილებას ლიონელ მესი ახდენს, რომელმაც "ბარსელონაში" ყველაფერი მოიგო, მაგრამ მისი მიბაძვა უკვე დაგვიანებულია, ასეთ შემთხვევაში "მონაკოში" უნდა დავრჩენილიყავი. სამაგიეროდ, შემიძლია, კრიშტიანუ რონალდუს მსგავსი ნაბიჯები გადავდგა და მოტივაციის წყაროდ მისი წარმატება გამოვიყენო. "მპაბე" მონაკოს აღზრდილია, 2017 წელს ის "პარი სენ-ჟერმენმა" 180 მილიონ ევროდ შეიძინა და მას შემდეგ "ოქროს ბიჭუნამ" საფრანგეთში ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი და საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.

სხვა სტატიები