Belive

მბაპე მესიზე: "ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ აქ წამოვიდოდა"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კილიან მბაპე ლეგენდარული ფეხბურთელის, ლეო მესის "პსჟ"-ში გადასვლის შესახებ ისაუბრა. 22 წლის ფრანგმა ახალ თანაგუნდელზე საუბრისას ემოციები ვერ დამალა.
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ლეო აქ მოვიდოდა. ის იმ ცოტა ფეხბურთელს შორისაა, რომელთან ერთადაც თამაში შეუძლებელი მეგონა. მასთან ერთად თითოეული მომენტით სიამოვნებას ვიღებ. ჩვენ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს კვლავაც პრივილეგიაა. ბედნიერი ვარ სირბილით მაშინ, როდესაც მესი დადის. ეს პრობლემას არ წარმოადგენს, ის ხომ მესია," - თქვა მბაპემ.
 

სხვა სტატიები