Belive

მბაპე შესაძლოა წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი მეორედ გახდეს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ნაკრებისა და "პსჟ-ს" თავდამხმელმა, კილიან მბაპემ წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება პირველად გასულ წელს მოიგო. სავარაუდოა, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი გმირი "ოქროს ბიჭის" ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეუფლება. მბაპეს კონკურენტებს ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ("ლივერპული"), ფილ ფოდენი ("სიტი"), ვინიციუს ჯუნიორი ("რეალი"), ჯასტინ კლუივერტი ("რომა"), კრისტიან პულიშიჩი ("დორტმუნდი") და სხვები წარმოადგენენ. აღნიშნული პრიზი იტალიურმა სპორტულმა გაზეთმა, Tuttosport-მა დააწესა და მასში ცნობილი ევროპული გამოცემების ჟურნალისტები იღებენ მონაწილეობას.

ქვემოთ მოცემულია "ოქროს ბიჭის" ტიტულის მფლობელი ფეხბურთელები

  • 2003 - რაფაელ ვან დერ ვაარტი;
  • 2004 - უეინ რუნი;
  • 2005 - ლიონელ მესი;
  • 2006 - სესკ ფაბრეგასი;
  • 2007 - სერხიო აგუერო;
  • 2008 - ანდერსონი;
  • 2009 - ალეშანდრე პატო;
  • 2010 - მარიო ბალოტელი;
  • 2011 - მარიო გიოტცე;
  • 2012 - ისკო;
  • 2013 - პოლ პოგბა;
  • 2014 - რაჰიმ სტერლინგი;
  • 2015 - ენტონი მარსიალი;
  • 2016 - რენატო სანჩესი;
  • 2017 - კილიან მბაპე.

სხვა სტატიები