Belive

მბაპე Time-ის გარეკანზე: "ფეხბურთის მომავალი"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ჩემპიონი ფრანგი თინეიჯერი პრესტიჟულმა ამერიკულმა გამოცემამ დააფასა - მბაპე მეოთხე ფეხბურთელია ლიონელ მესის, ნეიმარისა და მარიო ბალოტელის შემდეგ, რომელიც Time-ის ჟურნალის გარეკანზე მოხვდა. 19 წლის მბაპე ძალიან მალე იქცა სუპერვარსკვლავად - თამაშობს ევროპის ერთ-ერთ წამყვან საფეხბურთო გუნდში და არის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული, სადაც მან 4 გოლის გატანა მოახერხა (მათ შორის 1 ფინალში, ხორვატიის წინააღმდეგ). "ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა - ვარ უბედნიერესი და ვცხოვრობ ისე, რაზეც მთელი ბავშვობა ვოცნებობდი," აღნიშნა მბაპემ Time-თან საუბრისას. თუმცა მისივე თქმით, მან ვერ გაიზიარა ცხოვრების ის მომენტები, რასაც ადამიანების უმრავლესობა აკეთებს - მეგობრებთან ერთად გართობა და დროის თავისუფლად გატარება.
mbape

სხვა სტატიები