Belive

მბაპემ ალბას ესპანურად მიმართა: "მე შენ მოგკლავ"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, "ბარსელონასა" და "პსჟ"-ს შორის გამართულ შეხვედრაში ერთმანეთს ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი შელაპარაკება ერთმანეთთან კილიან მბაპესა და ჟორდი ალბას მოუვიდათ. პარიზელთა ლიდერმა "ბარსელონას" ფეხბურთელს მოულოდნელად ესპანურად მიმართა. თავდაპირველად მბაპემ დესტს უთხრა, რომ აღარ შეხებოდა, რაზეც ჟორდი ალბა თანაგუნდელს გამოექომაგა: "შენს თავზე ძალიან ბევრს იღებ." სწორედ ამის შემდეგ დაილაპარაკა კილიანმა ესპანურად: "ქუჩაში რომ შემხვდე, მოგკლავ," - უთხრა ფრანგმა ალბას. ალბა: "სწავლობს, გამაღიზიანებელი ბიჭუნა სწავლობს (ესპანურს)" ეპიზოდში ბოლოს პიკეც ჩაერთო: "ვის მოკვლას აპირებ?"

სხვა სტატიები