Belive

მბაპემ ბრაზილიელ ფენომენს აჯობა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
12 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური შეხვედრები გაიმართა, სადაც ერთმანეთის პირისპირ ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი" და ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა პირველ რიგში გამორჩეული იმით იყო, რომ სოლსკიაერის წაუგებელი სერია დასრულდა. მანჩესტერელები 2-ბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ. 2 გოლიდან ერთ-ერთი კილიამ მბაპეს აქტივშია, ეს გოლი მისთვის მე-14 იყო ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ჩატარებულ მატჩებში. ჟურნალისტებმა ამ გოლის შემდენ 20 წლის მბაპე და "კიჭას" შეადარეს, მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე 14 გოლის გატანა 24 შეხვედრაში მოახერხა, ხოლო რონალდოს 14 გოლის გასატანად 40 შეხვედრის ჩატარება დასჭირდა.  

სხვა სტატიები