Belive

მბაპემ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პსჟ-ს" თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფავორიტები დაასახელა. "იუვენტუსი" პირველ რიგში უნდა ვახსენოთ, რადგან მათ თავიანთი შესაძლებლობები ბოლო წლებში კარგად დაამტკიცეს და ორჯერ ფინალში გავიდნენ. თუმცა, ტურნირის მოსაგებად რაღაც დააკლდათ, ახლა კი, რონალდუსთან ერთად, მათი შანსები გაორმაგდა. ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც მნიშვნელოვანი მატჩების მარტოს მოგება შეუძლია. ასე რომ, ამ სეზონში იუვენტუსი კვლავ ტურნირის ფავორიტთა შორის იქნება. კიდევ სამ გუნდს დავასახელებ: "ბარსელონას", მადრიდის "რეალს" და "ლივერპულს",-თქვა 21 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი ფეხბურთელის გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირის მერვედფინალში დორტმუნდის "ბორუსიას" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები