Belive

მბაპემ "ღმერთის ხელის" გამეორება სცადა (ვიდეო) 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კილიან მბაპემ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ მესისა და რონალდუს მსგავსი კარიერის ქონაზე ოცნებობს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდა ფრანგი დიეგო მარადონასთან შედარებასაც ცდილობს... საფრანგეთის თასის ნახევარფინალურ მატჩში, სადაც "პსჟ-მ" "რეიმსი" (3:0) დაამარცხა, 21 წლის თავდამსხმელმა "ღმერთის ხელის" გამეორება სცადა. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონმა ფეხბურთელმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში, ნეიმარისგან მიიღო და მეკარესთან შეჯახების შემდეგ ის კარში ხელით შეაგორა. თუმცა, ლეგენდარული არგენტინელისგან განსხვავებით, მბაპეს არ გაუმართლა - მსაჯმა ის ყვითელი ბარათით დასაჯა. ფინალში "პარი სენ-ჟერმენი" "ლიონს" დაუპირისპირდება, რომელმაც "ლილი" პენალტების სერიაში დაამარცხა.
   

სხვა სტატიები