Belive

მბაპემ ჰეთ-თრიკის შესრულების შემდეგ რეალში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პარი სენ-ჟერმენმა" საფრანგეთის ჩემპიონობა ოფიციალურად "მონაკოსთან" მატჩში გაიფორმა. პარიზელებმა მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხეს. შეხვედრის გმირი 20 წლის ფრანგი ფეხბურთელი, კილიან მბაპე გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. მატჩის შემდეგ მბაპემ "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მოხარულია ზიდანის მადრიდში დაბრუნებით.
"მიხარია, რომ ზინედინ ზიდანი მადრიდის რეალში მუშაობს. მახარებს რეალის წარმატება, თუმცა ამ გუნდს ვუყურებ, როგორც გულშემატკივარი. მე აქ ვარ, პარიზში და არსად წასვლას არ ვაპირებ. 30 ბურთი გავიტანე და ეს მიხარია, თუმცა ჯერ თამაშები დაგვრჩა და ვეცდები მეტი ბურთი გავიტანო. მოხარულები ვიქნებით, თუ საფრანგეთის თასიც ჩვენი გახდება.

ასევე იხილეთ: პსჟ-სა და მონაკოს ფეხბურთელები მოედანზე ორიგინალური მაისურებით გავიდნენ (ვიდეო)

სხვა სტატიები