Belive

მბაპემ მესის აჯობა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

2 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები ოფიციალურად დასრულდა და პლეი-ოფში გასული ყველა გუნდის ვინაობა ცნობილი გახდა.

საკმაოდ საინტერესო ფაქტი მოხდა H ჯგუფში, სადაც "პსჟ"-მ სტუმრად "იუვენტუსი" 1:2 დაამარცხა, ხოლო "ბენფიკამ" კი "მაკაბი ჰაიფას" 1:6 მოუგო და ჯგუფური ეტაპი პირველი ადგილით დაასრულა.

"პსჟ"-ს რიგებში ანგარიში კილიან მბაპემ გახსნა, რომლისთვისაც ეს გოლი ისტორიული აღმოჩნდა. ამ გატანილი გოლით, ფრანგ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში 40 გოლი დაუგროვდა, რითაც ამ შეჯიბრის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 40 გოლის გატანა შეძლო.

აქამდე 40 გოლი ყველაზე ნაადრევად ლეო მესის ჰქონდა გატანილი (24 წლის და 130 დღის ასაკში). ეს ყველაფერი მბაპემ კი 23 წლისა და 316 დღის ასაკში შეძლო.

სხვა სტატიები