Belive

მბაპემ მესისა და რონალდუს შორის საინტერესო არჩევანი გააკეთა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პარი სენ-ჟერმენისა" და საფრანგეთის ნაკრების ლიდერმა, კილიან მბაპემ საინტერესო განცხადება გააკეთა. მბაპე შესაძლოა რამდენიმე წლის შემდეგ თავად იყოს ლეგენდებზე უკეთესი, თუმცა როდესაც მას ჰკითხეს, თუ რომელს დააყენებდა საკუთარ გუნდში, მან საინტერესოდ უპასუხა.
"მზად ვარ თავი დავანებო ფეხბურთს, რათა ადგილი გათავისუფლდეს ამ ორი ფეხბურთელისთვის". "ამ ორი ფეხბურთელიდან ერთ-ერთის არჩევა შეუძლებელია. რომელიმეს გამოყოფა შეურაცხყოფა იქნება.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მესიმ "მანჩესტერ იუნაიტედს" დუბლი შეუსრულა და მოედანზე საუკეთესო იყო, რონალდუს კი არ გაუმართლა. ბურთი მანაც გაიტანა, თუმცა "იუვენტუსი" გამოვარდა.  

სხვა სტატიები