Belive

მბაპემ შესაძლოა სიტისთან საპასუხო მატჩი გამოტოვოს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"პსჟ"-ს ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, რომ 22 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავი - კილიან მბაპე, საფრანგეთის ლიგა 1-ის შეხვედრას, "ლენსის" წინააღმდეგ გამოტოვებს. მიზეზი ფეხის უკანა კუნთის ტრავმაა, რომელიც არცთუ ისე მარტივი აღმოჩნდა.

მედიაში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ მბაპე მანჩესტერ "სიტისთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩს, რომელიც 4 მაისს, "ეტიჰადზე" გაიმართება, გამოტოვებს. ჯერჯერობით ამ ინფორმაციას პარიზული კლუბი არ ადასტურებს, თუმცა "პსჟ"-მ კილიან მბაპეს ტრავმის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. მბაპეს ლიგა 1-ში არ თამაში, დიდი პრობლემა შეიძლება აღმოჩნდეს კლუბისთვის, რადგან ჩემპიონატში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა და ჩემპიონობისთვის 3 კლუბი იბრძვის. პირველ ადგილზე "ლილი" იმყოფება 73 ქულით, მეორე ადგილზე "პსჟ" 72 ქულით, ხოლო მესამე ადგილზე 71 ქულით "მონაკოა".  

სხვა სტატიები