Belive

მბაპეს რამდენიმე მიღწევა - ფრანგმა მესის აჯობა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგაში მორიგი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. "პსჟ-ს" 20 წლის თავდამსხმელმა "ბრიუგესთან", ბელგიაში (5:0) მოგებულ შეხვედრაში ჰეთ-თრიკის გაფორმება მოახერხა. მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი ტურნირის ისტორიაში მე-4 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 3 გოლის გატანა ცვლილებაზე შემოსვლის შემდეგ მოახერხა. 2018 წლის მუნდიალის გამარჯვებული თამაშში 52-ე წუთზე ჩაერთო და მეტოქის კარი სამჯერ, უახლოეს 32 წუთში აიღო (61, 79, 83). აქამდე ასეთი რამ მხოლოდ სამ ფეხბურთელს იუვ როსლერს, უოლტერ პანდიანის და ხოსებე ლორენტეს გაუკეთებიათ. გარდა ამისა, მბაპე ყველაზე ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც უპრესტიჟულეს ევროპულ ტურნირზე ჰეთ-თრიკი შეასრულა, აქამდე ამ მხრივ საუკეთესო ჟან-პიერ პაპინი იყო. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. კილიანი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია (20 წლის და 306 დღის), რომელმაც 15 გოლის დაგროვება მოასწრო. ფრანგმა ლიონელ მესის აჯობა, რომელმაც ეს 21 წლისა და 288 დღის ასაკში მოახერხა. "პარი სენ-ჟერმენი" 3-დან 3 მოგებით 9 ქულის მფლობელია და A ჯგუფის ლიდერი.

სხვა სტატიები