Belive

მბაპეს ვიცე-კაპიტნობის გადაწყვეტილებამ კიმპემბე უკმაყოფილო დატოვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"პაის დე კასელთან" მოგებულ შეხვედრაში, მარკინიოსის არ ყოფნისას, გუნდს კილიან მბაპემ უკაპიტნა. აქამდე, ბრაზილიელი კაპიტნის არ ყოფნის შემთხვევაში, გუნდს პრენსელ კიმპემბე ან მარკო ვერატი ლიდერობდნენ. (კიმპემბე ვიცე-კაპიტანი იყო). მატჩის შემდეგ, რომელშიც მბაპემ 5 გოლი გაიტანა, პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ განაცხადა, რომ კილიანი ზაფხულიდან ვიცე-კაპიტანი იქნება. ამ ყველაფრის შემდეგ, კიმპემბემ სოციალურ ქსელში უკმაყოფილება არ დამალა და აღნიშნა, რომ ის ცვლილების შესახებ ინფორმირებული არ იყო.

"ბოლო რამდენიმე საათში ჩემს შესახებ ბევრი რამ მოვისმინე და წავიკითხე. ამიტომ, მსურს ნათლად განვაცხადო ყველაფერი, რათა თავიდან ავიცილოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელება. მე არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება… ასე რომ, მე ყოველთვის პატივს ვცემ კლუბის გადაწყვეტილებებს." - დაწერა კიმპემბემ საკუთარ Instagram-ზე.

კიმპემბეს ამჟამად აქილევსის მყესი აქვს დაზიანებული და მკურნალობას გადის. ბოლოს მან "პსჟ-ს" კაპიტნის სამკლაური 29 ოქტომბერს "ტროას" წინააღმდეგ მოირგო.

სხვა სტატიები