Belive

მე-13 ტრანსფერი - დინამო ბათუმის მორიგი ახალწვეული

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო ბათუმი" ეროვნული ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე გაძლიერებას განაგრძობს. როგორც ცნობილია, გია გეგუჩაძის გუნდში ითამაშებს ლაშა შინდაგორიძე. 28 წლის ვინგერი ბოლოს ბელარუსის ჩემპიონ, სოლიგორსკის "შახტიორში" ირიცხებოდა, თუმცა იქ მძიმე ტრავმა მიიღო. ლაშას ჯვარედინი იოგების დაზიანების გამო ოპერაციის გაკეთება მოუწია, რის გამოც ბოლოს მოედანზე გასული წლის აპრილში გავიდა. "დინამო ბათუმი" ტრანსფერს ოფიციალურად მალე დაადასტურებს, შინდაგორიძე კი საქართველოს ვიცე-ჩემპიონისთვის მე-13 ახალწვეულია. შეგახსენებთ, რომ კლუბმა ასევე გაიფორმა: ვამარა სანოგო, ლევან მჭედლიძე, გიორგი ფანცულაია, ლუკას გროცურეკი, ირაკლი აზაროვი, გიორგი ზარია, სანდრო ალთუნაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, რაფაელ ჩუკვურა, ოლექსანდრ აზაცკი, გაგი მარგველაშვილი და ლაზარე კუპატაძე. ეროვნული ლიგა სტარტს 27 თებერვალს აიღებს. "დინამო ბათუმი" პირველ ტურში ქუთაისის "ტორპედოს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები