Belive

მე-9 კლუბი 24 წლის ასაკში: ბარსელონას და მილანის ყოფილი ფეხბურთელი ბირმინგემს შეუერთდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ალენ ჰალილოვიჩმა მორიგი გუნდი შეიცვალა: "მილანის" ყოფილი ნახევარმცველი "ბირმინგემს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ამჯერად, ხორვატი ფეხბურთელი ინგლისის ჩემპიონშიპში ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ "ბირმინგემის" სათავეში "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი, აიტორ კარანკაა, რომელმაც პოსტზე დანიშვნის შემდეგ (31 ივლისი) უკვე მე-12 ტრანსფერი განახორციელა. 24 წლის ჰალილოვიჩი "ბარსელონამ" 2014 წელს "დინამო ზაგრებიდან" შეიძინა. ხორვატ ფეხბურთელს ერთ დროს უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მოლოდინმა არ გაამართლა: 24 წლის ასაკში, ჰალილოვიჩმა უკვე 8 გუნდის გამოცვლა მოასწრო.

2015/16 წლების სეზონში, "ბარსელონამ" ჰალილოვიჩი "ხიხონის სპორტინგში" გაანათხოვრა. 2016 წელს ხორვატი "ჰამბურგმა" €5 მილიონად შეიძინა, თუმცა იგი იჯარის წესით კვლავ ესპანეთში, "ლას პალმასში" აღმოჩნდა.

"მილანმა" ჰალილოვიჩი 2018 წელს შეიძინა, თუმცა ის კვლავ გაანათხოვრეს: ხორვატიის ჩემპიონატის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშემ ბელგიურ "სტანდარტში" და ნიდერლანდურ "ჰერენვენში" ითამაშა. მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, "მილანმა" განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, გუნდმა ჰალილოვიჩს კონტრაქტი შეუწყვიტა.

სხვა სტატიები