Belive

მე ის მჭირდება - გვარდიოლა აგუეროს დაბრუნებას მიესალმება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის მე-15 ტურის შეხვედრაში, "მანჩესტერ სიტი" "ნიუკასლს" დაუპირისპირდა. "ეტიჰადზე" გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. ტრავმის გამო გამოტოვებული არაერთი დაპირისპირების შემდეგ, შეხვედრის 77-ე წუთზე მოედანზე სერხიო აგუერო გამოჩნდა. "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი - პეპ გვარდიოლა სერხიო აგუეროს დაბრუნებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კლუბის საუკეთესო შემტევის დაბრუნება მისასალმებელია. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, არგენტინელმა ვარსკვლავმა "ნიუკასლთან" გამართულ შეხვედრაში მოედანზე13 წუთი დაჰყო.
"ვიმსჯელეთ შესაძლებელი იყო თუ არა "ნიუკასლის" წინააღმდეგ მისი ძირითად შემადგენლობაში დაყენება. სათამაშო დროის სიმცირის მიუხედავად, სერხიომ მონდომება და შეუპოვრობა დაგვანახა. ეს ყველაფერი წარმოუდგენლად კარგია, ჩვენ ის გვჭირდება. სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს. ვერ დავუშვებთ იგივე შეცდომის გამეორებას, რომელიც წარსულში დავუშვით. იყო შემთხვევა, როდესაც ჯერ კიდევ მოუმზადებელი აგუერო დავაბრუნეთ, რის შედეგადაც კვლავ ტრავმა მიიღო", - აღნიშნა პეპ გვარდიოლამ.
 

სხვა სტატიები