Belive

"მე მჯერა თქვენი წარმატების" - კახა ცხადაძემ ქართველ ფეხბურთელებს მიმართა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის წინ, ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ მიმართა და ბელარუსის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში წარმატება უსურვა. "მე მჯერა თქვენი წარმატების! ჩვენ, მთელ საქართველოს გვჯერა თქვენი! ძალიან დიდი შრომა გაიღეთ აქამდე მოსასვლელად და ეს შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ, ძალიან ბევრი ემოცია არის ამ თამაშის გარშემო და სწორი მიმართულებით გამოიყენეთ მოტივაციისთვის! გისურვებთ გამარჯვებას!", - დაწერა ქართველმა სპეციალისტმა Facebook-ის პირად გვერდზე. საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს დაპირისპირება 8 ოქტომბერს, "დინამო არენაზე", 20:00 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები