Belive

მეგობრობა მოედნის მიღმა | ევრამ პარკს შვილი მოანათლინა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პატრის ევრამ დაადასტურა, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი, ჯი-სუნ პარკი, მისი შვილის ნათლიაა. ჯერ კიდევ აპრილში, საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა წევრმა სოციალურ ქსელებში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი შვილის ნათლია სამხრეთ კორეელი ნახევარმცველი იქნებოდა. "ის საოცარი ადამიანია. როდესაც შვილი მეყოლება, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ პარკი მისი ნათლია იქნება", - განაცხადა ევრამ. ზემოთხსენებულიდან 2-კვირაში ევრას და მის მეუღლეს, მარგო ალექსანდრას, შვილი შეეძინათ. "მარგო ჩემი გმირია! შენ ხარ ჩემი კლდე, ჩემი სამყარო და ჩემი ყველაფერი!", - დაწერა ევრამ შვილის შეძენის შემდეგ. შვილის შეძენიდან 6 თვის შემდეგ ევრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ვებ-გვერდთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ პარკი მართლაც მისი შვილის ნათლიაა. როდესაც ევრას ჰკითხეს თუ როგორ დაუახლოვდა ასე სამხრეთ კორეელ ნახევარმცველს, ფრანგმა თავდაპირველად მოკლედ უპასუხა: "იმიტომ, რომ მომწონს მორცხვი ხალხი!". ჯი-სუნ პარკთან არსებულ ურთიერთობაზე უფრო დეტალურ კითხვებზე ევრამ მისი მეგობარი ასე დაახასიათა: "ის ძალიან თავმდაბალი ადამიანია, თუმცა ამავდროულად მხიარული პიროვნებაა. თქვენ მის ამ მხარეს ვერ ხედავთ, რადგან ის ამას მხოლოდ მე მაჩვენებს. პარკი ჩემი ნამდვილი ძმაა". პატრის ევრა და ჯი-სუნ პარკი თანაგუნდელები "მანჩესტერ იუნაიტედში", 2006-2012 წლებში იყვნენ.

სხვა სტატიები