Belive

მეჰდი ტარემიმ მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში ინგლისის ნაკრებმა ირანს 6:2 მოუგო.

მატჩის საბოლოო ანგარიში მეჰდი ტარემიმ დააფიქსირა, რომელმაც თავი 103-ე წუთზე გამოიჩინა. ირანელი თავდამსხმელის გოლი მუნდიალების ისტორიაში ძირითად დროში გატანილი ყველაზე გვიანი გოლია.

საინტერესოა, რომ შეხვედრის მსაჯმა პირველ ტაიმს 14 წუთი დაამატა, მეორეს კი 10, თუმცა არბიტრმა პენალტის დანიშვნამდე VAR-ი გამოიყენა, რის გამოც დრო კიდევ უფრო გაიწელა.

მატჩში კიდევ ერთი რეკორდი დაფიქსირდა - ბუკაიო საკა 21 წლის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე დუბლის გაფორმება შეძლო.

ინგლისი მომდევნო მატჩს 25 ნოემბერს აშშ-ს წინააღმდეგ გამართავს, ირანი კი ამავე დღეს უელსს შეხვდება.

სხვა სტატიები