Belive

მეივეზერს პრემიერ ლიგის კლუბის შეძენა სურს?!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კრივის ლეგენდა, ფლოიდ მეივეზერი "ნიუკასლის" შეძენით ინტერესდება. 43 წლის მეივეზერი, რომელმაც პროფესიონალური კარიერის მანძილზე გამართული 50 ბრძოლიდან 50 გამარჯვება მოიპოვა, პრემიერ ლიგის ბინადარი კლუბით აქტიურად ინტერესდება. TMZ-სთან საუბარში, მეივეზერმა "ნიუკასლის" მიმართ სიმპატიები არ დამალა. "სპორტის ამ სახეობას აშშ-ში "სოკერს" ვუწოდებთ. საფეხბურთო კლუბი "ნიუკასლი" წარმოუდგენლად კარგი გუნდია - "ნიუკასლი" ძალიან მაგარია. გამაგებინეთ, თუ გსურთ, რომ "ნიუკასლი" შევიძინო", - აღნიშნა ფლოიდ მეივეზერმა. "ნიუკასლის" ამჟამინდელი მფლობელი მაიკ ეშლი პოპულარობით არ სარგებლობს. უკანასკნელი წლების მანძილზე, "ნიუკასლის" შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა მაგრამ საქმე რეალურ გარიგებამდე არ მისულა. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ ლიგის კლუბის შეძენა საუდის არაბეთის პრინცს, მოჰამედ ბინ სალმანსაც სურდა თუმცა გარიგება არ შედგა - ეშლის "ნიუკასლის" სანაცვლოდ £340 მილიონის მიღება სურს.

სხვა სტატიები