Belive

მეკარემ, რომელიც ბუფონის იუვენტუსში დებიუტის შემდეგ დაიბადა, ტურინელებს ქულა დააკარგვინა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსმა" სერია A-ში 14 ტურის შემდეგ პირველი ადგილი დაკარგა და მილანის "ინტერს" გადასწრების შესაძლებლობა მისცა. მოქმედმა ჩემპიონმა ქულები საშინაო კედლებში, "სასუალოსთან" ფრედ (2:2) დასრულებული შეხვედრის შემდეგ დაკარგა. მატჩის ერთ-ერთი გმირი უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში დებიუტის მქონე მეკარე სტეფანო ტურატი იყო. გუნდის ძირითადი მეკარეების ანდრეა კონსილისა და ჯანლუკა პეგოს ტრავმების შედეგად, "სასუალოს" მთავარი მწვრთნელი რობერტო დე ზერბი იძულებული გახდა ხელთათმანები 18 წლის გოლკიპერისთვის გადაეცა, რომელსაც მანამდე მთავარ გუნდში არ ეთამაშა. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, სტეფანოს უხეში შეცდომები არ დაუშვია, ამასთან რამდენიმე რთული დარტყმულის მოგერიებაც მოახერხა და "ბიანკონერის" გამარჯვების შესაძლებლობა არ მისცა. საინტერესოა, რომ ახალგაზრდა მეკარე მას შემდეგ დაიბადა, რაც გუშინდელ შეხვედრაში მისმა ვიზავიმ, ლეგენდარულმა ჯანლუიჯი ბუფონმა კარიერა დაიწყო და პირველი ტიტულების მოგებაც მოახერხა. სტეფანო ტურატი 2005 წლის 5 სექტემბერს დაიბადა, 9 დღით ადრე კი "იუვენტუსმა" იტალიის თასის, სუპერთასისა და უეფას თასის მომგები ბუფონი ოფიციალურად წარადგინა.

სხვა სტატიები