Belive

მეკარის შეცდომის გამო აშშ-ის ნაკრები ოლიმპიადის მიღმა აღმოჩნდა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები სულ უფრო ახლოვდება - კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული გადადების გამო, საკვალიფიკაციო ეტაპებიც შეჩერდა, შესაბამისად თითოეულ სპორტის სახეობაში ახლა, ეტაპობრივად ირკვევა მონაწილეთა ვინაობა. მამაკაცთა საფეხბურთო ოლიმპიური "ჩემპიონატი", პრესტიჟული ტურნირების სიაში ნამდვილად არ შედის, თუმცა კვალიფიკაციის ვერგავლა თითოეული ნორმალური გუნდისათვის თავისუფლად შეიძლება, რომ "შავ ლაქად" იქნას მიჩნეული. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს აშშ-ის ეროვნული ნაკრები ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე ვერ ახერხებს ასპარეზობის უფლების მოპოვებას. აშშ-ის გუნდის ოლიმპიური ლიცენზიის ვერმოპოვების საკითხი, ჰონდურასის წინააღმდეგ განცდილი მარცხის შედეგად გაირკვა. აღსანიშნავია, რომ გუნდის წარუმატებლობის უმთავრესი მიზანი მეკარე გახლდათ - დევიდ ოჩოამ მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა, რაც საკუთარი ქვეყნის ოლიმპიადის მიღმა დატოვებად დაუჯდა.

შეხვედრის 47-ე წუთზე, ოჩოა საკუთარი საჯარიმოდან მცველს პასს უკეთებდა, რომელიც ჰონდურასელმა ფეხბურთელმა ჩაჭრა, შედეგად კი ბურთი ამერიკელთა კარის ბადეში აღმოჩნდა. ცნობილია საფეხბურთო ნაკრებების ვინაობა, ვინც ოლიმპიადაზე საკუთარი ქვეყნისთვის გუნდურ (ფეხბურთი) სპორტულ სახეობაში მედლის მოპოვებისათვის იბრძოლებენ: იაპონია, საფრანგეთი, გერმანია, რუმინეთი, ესპანეთი, ახალი ზელანდია, ეგვიპტე, კოტ დ 'ივუარი, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, საუდის არაბეთი, სამხრეთ კორეა, არგენტინა, ბრაზილია, ჰონდურასი და მექსიკა.

სხვა სტატიები