Belive

მეხუთე ადგილზე რუსეთის ჩემპიონატში: ხვიჩა კვარაცხელია 5 მილიონით გაძვირდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 5 მილიონი ევროთი გაიზარდა და ახლა უკვე 15 მილიონ ევროს შეადგენს. Transfermarkt.com-ის მონაცემებით, ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ქართველ და ყაზანის "რუბინის" ფეხბურთელებს შორის უპირობოდ ლიდერობს, ხოლო რუსეთის ჩემპიონატის მოთამაშეებს შორის მეხუთე ადგილს იკავებს. საინტერესოა, რომ 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის, კვარაცხელია მსოფლიოში მე-13 ადგილზეა, სრულად მსოფლიოს ყველა მოთამაშეთა ჩამონათვალში კი 569-ე ადგილს იკავებს. ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც მიმდინარე სეზონში, “რუბინის” მაისურით 21 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი და 8 საგოლე გადაცემა გაკეთებული, ესპანეთისა და საბერძნეთის ნაკრებების კარის დალაშქვრა მოახერხა, სანაკრებო პაუზიდან კლუბში დაბრუნების შემდეგ კი, ულამაზესი გოლით “სოჭისთან” თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. როგორც უკვე არამხოლოდ რუსული, არამედ იტალიური გერმანული და სხვა ევროპული გამოცემები წერენ, 20 წლის ქართველის შეძენით ტურინის "იუვენტუსი", "მილანი" და მიუნხენის "ბაიერნი" განსაკუთრებულად ინტერესდებიან.

სხვა სტატიები