Belive

"მემფის დეპაი დათანხმდა ბარსელონას შემოთავაზებას..." - ჟუნინიო პერნამბუკანო

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებისა და "ლიონის" 26 წლის შემტევი - მემფის დეპაი "ბარსელონასთან" კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდა და დღეს (ორშაბათს), ოფიციალურად გახდება კატალონიური კლუბის წევრი - განაცხადა "ლიონის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და სპორტულმა დირექტორმა - ჟუნინიო პერნამბუკანომ. კატალონიელთა თავკაცი - რონალდ კუმანი საკმაოდ დიდიხანია ნადირობს თანამემამულეზე და ეს ტრანსფერი დასასრულს უახლოვდება.  მემფის დეპაი ფრანგულ გრანდში 2017 წლიდან ირიცხება, მან გასულ სეზონში დიდი წვლილი შეიტანა საკუთარი კლუბის წარმატებაში. "ლიონი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, სადაც თავისი წვლილი ჰოლანდიელმა შემტევმაც შეიტანა. ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში მან თავი გოლით 6-ჯერ გამოიჩინა, თუმცა ნახევარფინალურ ეტაპზე იგი საკუთარ კლუბს გოლით ვერ დაეხმარა და საბოლოოდ "ბაიერნთან" 0:3 დამარცხდა. "მემფისს "ლიონთან" კონტრაქტი 2020 წელს უმთავრდება, როგორც ჩვენთვის ცნობილია იგი ახალ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს, რადგან იგი რამდენიმე დღეში "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ იგი მივა იმ აზრამდე, რომ დარჩეს კლუბში. ყველაფერი დღეს გადაწყდება". - ჟუნინიო პერნამბუკანომ. დეპაი "ლიონის" შემადგენლობაში 2017 წლიდან ირიცხება. მას ფრანგულ კლუბში 144 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც თავი გოლით 58-ჯერ, ხოლო საგოლე გადაცემით 43-ჯერ გამოიჩინა.

სხვა სტატიები