Belive

მენდი ელ კლასიკოს გამოტოვებს, ბენზემას თამაში საეჭვოა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" მცველი ფერლან მენდი ლა ლიგის 29-ე ტურში, "ბარსელონას" წინააღმდეგ, ვერ ითამაშებს. კუნთის ტრავმა, რომელიც ფრანგმა წინა დღეს მიიღო, მენდის უმნიშვნელოვანეს თამაშს გამოატოვებინებს. ინფორმაციას Marca ავრცელებს. რაც შეეხება "რეალის" ლიდერ, კარიმ ბენზემას, მისი მონაწილეობა მატჩში კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კარლო ანჩელოტი ფრანგი თავდამსხმელის საკითხს "ელ კლასიკომდე" გადაწყვეტს. გარდა ორი ფეხბურთელისა, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონასთან" მატჩი, შესაძლოა, როდრიგომაც გამოტოვოს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ლა ლიგის 29-ე ტურის მატჩი "რეალსა" და "ბარსელონას" შორის კვირას, 20 მარტს, "ბერნაბეუზე" გაიმართება.

სხვა სტატიები