მენდი: “ზიდანის დახმარებით, რეალში უკეთესი ფეხბურთელი გავხდები”

მადრიდის “რეალის” ახალწვეულმა, ფრანგმა ფერლან მენდიმ, კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ემოციები გულშემატკივარს Twitter-ის საშუალებით გაუზიარა.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კონტრაქტი მსოფლიოში უდიდეს კლუბთან გავაფორმე. მინდა მადლობა გადავუხადო “ლიონის” თითოეულ წევრს ბოლო 2 წლისთვის, მათ მხოლოდ წარმატებებს ვისურვებ. რეალში მე ყველა შესაძლებლობა მექნება, რომ უკეთეს ფეხბურთელად ჩამოვყალიბდე,” აღნიშნა მენდიმ.

ფერლან მენდის სანაცვლოდ, მადრიდის “რეალმა” 48 მილიონი გადაიხადა. ცნობილია, რომ მენდის ზინედინ ზიდანი მარსელოს შემცვლელად განიხილავს. რაც შეეხება რეგილონს, ახალგაზრდა ესპანელს ზიდანი იჯარის წესით სხვა გუნდში გაუშვებს, რათა მას სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს.

(188)

მენდი: “ზიდანის დახმარებით, რეალში უკეთესი ფეხბურთელი გავხდები”

სტატიის ავტორი
-