Belive

მენდის ბრალი დაუმძიმდა | სიტის ფეხბურთელს 4 ქალის გაუპატიურების გამო ედავებიან

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს ბენჯამინ მენდის ბრალი დაუმძიმდა - მას კიდევ 2 ქალის გაუპატიურებაში ედება ბრალი. შეგახსენებთ, რომ ფრანგი მცველი ინგლისის პოლიციამ 2021 წლის აგვისტოში დააკავა. თავდაპირველად, დავა 2 გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაიწყო, თუმცა, დღევანდელი ინფორმაციით, მენდის 4 ქალზე ძალადობაში ედავებიან. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულები 16 წელს ზემოთ ასაკის პირები არიან. ბენჯამინ მენდი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრია. გარდა ამისა,ას უთამაშია "მანჩესტერ სიტის" , "მონაკოსა" და "მარსელის" რიგებში.

სხვა სტატიები