Belive

მენეჯერი: "ვოლკოვით თურქეთში პოლონეთში უკრაინასა და უნგრეთში დაინტერესდნენ"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
დავით ვოლკოვის მენეჯერმა ლევან ზუხბაიამ განაცხადა, რომ 26 წლის თავდამსხმელი ნაკრებში მოსახვედრად დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდა. გარდა ამისა, "ზირას" ფეხბურთელით არაერთ ქვეყანაში დაინტერესდნენ.
"დათო მებრძოლი ბიჭია. იმედი ჰქონდა, რომ ნაკრებში მიიწვევდნენ. შრომა არ ეზარება, ნიჭიერია, კარგი სეზონი ჰქონდა და შანსს იმსახურებდა, რადგან წინა სეზონიც კარგად ჩაატარა, მაგრამ არ იწვევდნენ. მადლობა ნაკრების სამწვრთნელო სტაფს, დათოს შრომა რომ დაუფასეს. ეს ბიჭი ამას იმსახურებდა“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ლევან ზუხბაია. მისი თქმით, კარიერის დასაწყისში ვოლკოვს დიდი გულისტკივილის გადატანა მოუხდა, რადგან გუნდიდან გაუშვეს: "სხვათა შორის, როდესაც მენეჯერობა დავიწყე, პირველი ფეხბურთელი სწორედ ვოლკოვი იყო, ვისთანაც კონტრაქტი გავაფორმე. ეს 2015 წელს მოხდა, როდესაც დათოს მტკივნეული პერიოდი ჰქონდა. ტრავმა მიიღო და გუნდიდან გაუშვეს. მაშინ მისი მგონი ჩვენს გარდა არავის სჯეროდა. ჩანდა, რომ ყველა ის თვისება გააჩნდა, რაც თანამედროვე თავდამსხმელს სჭირდება – სწრაფია, თავით და ორივე ფეხით კარგად თამაშობს და მაღალია. ამას გარდა, პროფესიონალია და თან პიროვნულადაც ძალიან კარგია, ურთიერთობაში გამორჩეულია და შრომა არ ეზარებოდა. ამიტომ ვიფიქრე, რომ საინტერესო მოთამაშე იქნებოდა." ზუხბაიას თქმით, ახლა ვოლკოვის მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესია:  "ბოლო ორი სეზონი აზერბაიჯანში ბევრი კარგი თამაში ჩაატარა და ამ პერიოდის განმავლობაში მისით თავად დაინტერესდნენ, თურქეთში, პოლონეთში, უკრაინასა და უნგრეთში. გადაწყვეტილებას დათო სანაკრებო და კარიერული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს. ახლა მისგან მეტს ელიან და დარწმუნებული ვარ, წინსვლას გააგრძელებს."

წყარო: 1tv.ge

სხვა სტატიები