Belive

მეოთხე ქართული გუნდი - ვაგნერ გონსალვეში საქართველოში მესამედ დაბრუნდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების ლიდერმა, "დინამო თბილისმა", ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული ლეგიონერი, ვაგნერ გონსალვეში დაიმატა.

26 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კარიერის განმავლობაში, ვაგნერს სამ ქართულ კლუბში: "საბურთალოში" ("დინამო თბილისის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით), "დინამო ბათუმსა" და გორის "დილაში" უთამაშია.

სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი საქართველოში უკვე მესამედ დაბრუნდა. 2022 წელი მან უკრაინულ "დნიპრო 1-ში" დაიწყო, თუმცა განვითარებული მოვლენების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და გორის "დილას" წევრი გახდა, რომლის რიგებშიც ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ზაფხულში, ვაგნერი მაკედონიის ჩემპიონატის წარმომადგენელ "შკენდიაში" გადაბარგდა და 10 მატჩში 1 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

ვაგნერ გონსალვეშს საქართველოს ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 88 მატჩში 25 გოლი აქვს გატანილი და 27 საგოლე პასი გაკეთებული.

ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებას 75 ქულით და მეორეადგილოსან, მოქმედ ჩემპიონ "დინამო ბათუმთან" 2-ქულიანი უპირატესობით, "დინამო თბილისი" ლიდერობს.

სხვა სტატიები