Belive

მექსიკის ფანების ნასროლი ბოთლი შემთხვევით მექსიკელ ფეხბურთელს მოხვდა (ვიდეო)

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

აშშ-სა და მექსიკის დრამატული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. გამარჯვების მომტანი გოლი კრისტიან პულიშიჩმა 118-ე წუთზე გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მექსიკას რამდენიმე წუთში ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა მიეცა, თუმცა გუარდადოს დარტყმული პენალტი ჰორვატმა მოიგერია. კრისტიან პულიშიჩმა გატანილი გოლის აღნიშვნა მექსიკელი ფანების ტრიბუნასთან გადაწყვიტა, რასაც ფანების გაღიზიანება მოჰყვა. მექსიკელმა ფანებმა პულიშიჩსა და აშშ-ს ნაკრების ფეხბურთელებს ბოთლები ესროლეს, ერთ-ერთი ბოთლი შემთხვევით მექსიკელ ფეხბურთელს მოხვდა.

სხვა სტატიები