Belive

მერებაშვილი: "ამ დღეზე ფიქრით ვიძინებდი და ვიღვიძებდი"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს საქართველოს ნაკრები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან თამაშს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გიორგი მერებაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
"და დადგა დღე, რომელსაც ბოლო ორი წელი ველოდებოდი... ამ დღეზე ფიქრით ვიძინებდი და ვიღვიძებდი... მიუხედავად იმისა, რომ ბიჭებთან ერთად არ ვარ დილიდან ისეთი შეგრძნება მაქვს და ისეთი აფორიაქებული დავდივარ თითქოს მეც მქონდეს თამაში,თუმცა ეს ხომ მთელი საქართველოს თამაშია... დღეს ისტორია იწერება! დიდი გამარჯვების ისტორია! იმედია ამ ცუდი წლის და ბევრი წლის მონდომების შეგედი დაიდება და მთელი საქართველო გამარჯებით აგუგუნდება! წარმატებები ბიჭებო. მთელი გულით თქვენთან ვარ და მჯერა რომ დღეს ყველა ერთად ვიზეიმებთ ამ დიდ გამარჯვებას," - წერს გიორგი.
და დადგა დღე, რომელსაც ბოლო ორი წელი ველოდებოდი... ამ დღეზე ფიქრით ვიძინებდი და ვიღვიძებდი... მიუხედავად იმისა, რომ... Posted by Giorgi Merebashvili on ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2020

სხვა სტატიები