Belive

მერებაშვილი ვისლას 21-ე საუკუნის საუკეთესო გუნდში მოხვდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი მერებაშვილი პლოცკის "ვისლას" 21-ე საუკუნის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა. საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გუნდის გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელში აირჩიეს. რამდენიმე დღის წინ დასრულებულ გამოკითხვაში, მერებაშვილი ლეგიონერების საუკეთესო გუნდშიც მოხვდა. 33 წლის ფეხბურთელი პოლონურ კლუბში 2016 წლიდან თამაშობს და 116 ჩატარებულ შეხვედრაში 22 გოლი აქვს გატანილი. ამ შედეგით მერებაშვილი ლეგიონერებს შორის საუკეთესო ბომბარდირია.

სხვა სტატიები