Belive

მერებაშვილი ვისლას ყველა დროის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პლოცკის "ვისლას" გულშემატკივრებმა კლუბის ისტორიაში საუკეთესო ლეგიონერებისგან თერთმეტეული შეადგინეს. პოლონური კლუბის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრების შემტები ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილიც მოხვდა. 33 წლის ქართველი ფეხბურთელი ექსტრაკლასას ბინადარ კლუბში 2016 წლიდან თამაშობს და მას მერე 116 შეხვედრაში 21 გოლის გატანა და 22 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. მერებაშვილი ამ შედეგით კლუბის ისტორიაში საუკეთესო უცხოელი მეგოლეა. შეჩერებულ სეზონში, "ვისლას" 26 ტურში 36 ქულა აქვს და მეათე ადგილზეა.

სხვა სტატიები