Belive

მერებაშვილის მე-2 გოლი პოლონეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პოლონეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში გიორგი მერებაშვილის "ვისლა" სტუმრად "გორნიკს" შეხვდა. შეხვედრა ფრედ - 2:2 დასრულდა. ქართველი ნახევარმცველი ექსტრაკლასაში "ვისლას" ბოლო 5 თამაშში სათადარიგო სკამზე იჯდა. მთავარმა მწვრთნელმა დღეს მერებაშვილი სასტარტო შემადგენლობაში დააყენა, რამაც გაამართლა. შეხვედრის 39-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასულმა გიორგიმ "გორნიკის" კარის აღება მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ 34 წლის ფეხბურთელმა მეტოქეს პირველ ცდაზე ვერ აჯობა, დამატებაზე მან მაინც გაიტანა. პოლონეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში საქართველოს ნაკრების წევრმა მე-10 მატჩი ჩაატარა და თავის გამოჩენა მეორედ მოახერხა. რაც შეეხება "ვისლას", გუნდს 16 თამაშის შემდეგ 27 ქულა აქვს და ლიდერ "ლეგიას" მხოლოდ 2-ით ჩამორჩება. ვარშაველები თავიანთ მატჩს ხვალ "პოგონთან" გამართავენ.

იხილეთ ვიდეო:

სხვა სტატიები