Belive

მერებაშვილმა პლოცკის ვისლასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა პლოცკის "ვისლასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. 33 წლის ფეხბურთელი პოლონურ კლუბში სულ მცირე 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ქართველს ექსტრაკლასას ბინადარ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება მომავალ ზაფხულში უმთავრდევოდა. არსებობდა ვარაუდი, რომ მერებაშვილი პოლონეთს დატოვებდა და "დინამო ბათუმში" გადაბარგდებოდა, თუმცა სამშობლოში ფეხბურთელი სულ მცირე 2021 წლამდე არ დაბრუნდება. "დინამო თბილისის", "ვოივოდინას", კრეტას "ოფის", "ვერიას", "ლევადიაკოსის" ყოფილი შემტევი პოლონურ კლუბში მეოთხე სეონს ატარებს. ის კლუბის ისტორიაში საუკეთესო უცხოელი ბომბარდირია, მიმდინარე სეზონში კი 4 ბურთი აქვს შეგდებული და 1 საგოლე პასიც გაკეთებული.

სხვა სტატიები