Belive

მერტენსს ნაპოლი სურს, დე ლაურენტისს ჩინეთი

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ნაპოლის" ერთ-ერთ ლიდერ დრის მერტენსს იტალიურ კლუბში კარიერის გაგრძელება სურს. ადგილობრივი პრესტიჟული ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარსიოს ინფორმაციით კი მხარეები უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. თავდაპირველად, ნეაპოლელთა პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თქვა, რომ მზადაა ხოსე კალეხონი და დრის მერტენსი ჩინეთში გაუშვას, თუმცა ბელგიელ თავდამსხმელს განსხვავებული გეგმები აქვს და თვლის, რომ ევროპაში თამაშისთვის არცისე მოხუცებულია. თუ მხარეები კონტრაქტზე იანვრამდე ვერ შეთანხმდებიან, მაშინ 32 წლის ფეხბურთელი ახალი ვარიანტების განხილვას შეუდგება. ამ სეზონში ბელგიის ნაკრების ფეხბურთელმა "ნაპოლის" მაისურით 8 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასიც გააკეთა.

სხვა სტატიები