Belive

მესამე ტურის ყველა შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურის ყველა შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყება. ამ ჟესტით, კლუბები რამდენიმე დღის წინ, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას პატივს მიაგებენ. გარდა ამისა, ფეხბურთელები შავი ლენტებით ითამაშებენ. ინფორმაციას "საბურთალოს" პრესსამსახური ავრცელებს. "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილი 19 წლის ფეხბურთელის საპატივსაცემოდ, ტურის პირველ მატჩში, "საბურთალოსა" და "დინამოს" ფეხბურთელები, შეხვედრის დაწყებამდე, მოედანზე სპეციალური შავი მაისურებით გამოვლენ. თბილისური დერბი 25 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე, 18:00 საათზე დაიწყება და ამით კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სამთვეზე მეტხნიანი პაუზა დასრულდება.

სხვა სტატიები