Belive

მეშახტისა და კოლხეთის მატჩის მსაჯი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტყიბულის ,,მეშახტისა'' და ფოთის ,,კოლხეთის'' შეხვედრაში მიღებული საკამათო გადაწყვეტილებების გამო, თეიმურაზ კალაძეს საქმიანობა წლის ბოლომდე აეკრძალა.

მსაჯმა ეროვნული ლიგა 3-ის 25-ე ტურის მატჩში იმერული გუნდის სასარგებლოდ 100%-იანი პენალტი არ დანიშნა, ერთ-ერთი ეპიზოდი კი ბოლო იმედის ჯარიმად არ შეაფასა და ,,კოლხეთის'' ფეხბურთელი მხოლოდ ყვითელი ბარათით დასაჯა.

კალაძის გადაწყვეტილებებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ,,მეშახტის'' გულშემატკივართა ინიციატივით, მსაჯის დასჯის მოთხოვნით, პეტიციაც შეიქმნა.

,,მსაჯთა საქმიანობისა შეფასება ჩვენი განყოფილების მიერ მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. მსაჯები შეფასებას მათ მიერ კონკრეტულ მატჩში მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით იღებენ. ლიგა 3-ის 25-ე ტურის მატჩში მსაჯთა დამკვირვებლისგან მიღებული დაბალი ნიშნისა და მატჩის განხილვის შემდეგ, მსაჯთა განყოფილების გადაწყვეტილებით, თეიმურაზ კალაძე წლის ბოლომდე დისკვალიფიცირებულია.“ - წერია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.


სხვა სტატიები