Belive

მეშვიდე ფეხბურთელი პრემიერლიგის ისტორიაში: დავიდ სილვას ბრწყინვალე შედეგი 

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"მანჩესტერ სიტის" კაპიტანი დავიდ სილვა პრემიერლიგაში მორიგი მიღწევის ავტორი გახდა. ესპანელმა ნახევარმცველმა ინგლისის ჩემპიონატის 22-ე ტურის შეხვედრაში "ასტონ ვილას" წინააღმდეგ სერხიო აგუეროს საგოლე გადაცემა გაუკეთა, რის შემდეგაც გათამაშების ისტორიაში მეშვიდე ფეხბურთელი გახდა, ვინც თანაგუნდელს სულ მცირე 90-ჯერ გაატანინა. ვეტერან ფეხბურთელს 90 საგოლე გადაცემისთვის ინგლისში გატარებული 10 წელიწადი დასჭირდა. ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს "ქალაქელების" რიგებს დატოვებს, თუმცა მანამდე სტივენ ჯერარდისა და დენის ბერგკამპის შედეგების გაუმჯობესების კარგი შანსი ექნება, რისთვისაც კიდევ 4 შედეგიანი პასი სჭირდება.

ყველა დროის ათეულიდან მხოლოდ ერთი ფეხბურთელია ისეთი, რომელმაც პრემიერლიგის მოგება ვერ მოახერხა, ადვილი გამოსაცნობია, რომ "ლივერპულის" ლეგენდარულ კაპიტანზე ვსაუბრობთ. პირველ პოზიციას რა თქმა უნდა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა რაიან გიგზი იკავებს, რომელიც, საშუალოდ ერთ შეხვედრაში 0.26 საგოლე პასს აკეთებდა, პრემიერლიგაში კი 22 სეზონის განმავლობაში ითამაშა.

სხვა სტატიები